წარმოდგენილი ნაშრომი გარკვეული ხასიათის ტექსტების შესწავლას ეხება. ამიტომ შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, თითქოს იგი ტექსტების “წმინდა” ანალიზისს ფეროში ჯდება და განეკუთვნება ტექსტის ტიპოლოგიას ან ტექსტის სტილისტიკას. მაგრამ ეს ას ეარ არის. ნაშრომის უპირველესი ამოცანაა, შეიმუშაოს გარკვეული მიდგომა ქართული კულტურისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ტექსტების ინტერპრეტაციისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ექვემდებარება კრიტიკული-ისტორიული მეთოდის გამოყენებას.
ამგვარი ტექსტების ანალიზისას აუცილებელია მათი დისკურსის ხასიათის განსაზღვრა. აქ ტერმინს “დისკურსს” ვიღებ ფართო მნიშვნელობით, როგორც იგი გამოიყენება ფილოსოფიაში და გულისხმობს “ნაბიჯ-ნაბიჯ”-ს ანუ იმას, რაც განსხვავებით გრძნობადი ფაქტიდან, არ აღიქმება ერთჯერადი აქტით. ამიტომ ტექსტს ყოველთვის ახასიათებს თანდათანობითობა, გადარბენ-გადმორბენა. “დისკურსუს” ლათინურად კურსიდან ამოვარდნას, გადარბენ-გადმორბენას ნიშნავს.ამგვარი გადარბენისას უნდა დააფიქსირო ის პრინციპი, რომლითაც წესრიგდება ტექსტში გადმოცემული ინფორმაცია.დისკურსს მე აქ სწორედ ტექსტში მოცემული ინფორმაციის მოწესრიგების პრინციპს, თავისებურ “პროგრამას” ვუწოდებ, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის დამუშავება ხდება. ამასთან, არ არის აუცილებელი, ამგვარი “პროგრამა” მაინცდამაინც ფორმალური იყოს. შეიძლება ტექსტის ორგანიზაცია შინაარსობრივი მაჩვენებლით მოხდეს, ვთქვათ, “შესაქმეზე” მოთხრობა” იყოს ტექსტის ორგანიზების პრინციპი.
ყოველი ტექსტი არსებულის შესახებ რაღაცას მოგვითხრობს: რაც არის და როგორიც არის ის. ამგვარი თხრობა ეხე-ბა არა მხოლოდ უშუალოდ არსებულს, არამედ მის ყოფიერებასაც, რაც განსაზღვრავს< თუ როგორ არის არსებული. უკვე ის, რომ ტექსტი შეიცავს თხრობით წინადადებებს, რომლებშიც ფუნქციონირებს სიტყვა “არის”, მიუთითებს, რომ ყოველ ტექსტში გარკვეულ წილად ხდება აპელირება ყოფიერებაზე. “არის” ხომ ყოფიერებიდან გაიგება და – პირუკუ.